პროექტი

     
  1. პროექტის სახელი:   ვკითხულობთ შექსპირს
  2. პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები კითხულობენ და მსჯელობენ შექსპირის ტრაგედიის,,რომეო და ჯულიეტას" ირგვლივ.
  3. პროექტის აქტუალობა:   მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ საზღვარგარეთის კლასიკოსთა შედევრებს.
  4. პროექტის მიზნები: გაეცნონ შექსპირის შემოქმედებას,იმსჯელონ საკვანძო საკითხებზე, გამართონ დისკუსია ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემაზე, გააკეთონ დასკვნები.
  5. მონაწილეთა ასაკი:   13-15 წელი
  6. ვადები / ხანგრძლივობა:  2.13.2018      30.05.2018 წელი
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: გაეცნობიან შექსპირის ტრაგედიას,დადგამენ სპექტაკლს ამ ნაწარმოების მიხედვით,
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:    საჭირო ლიტერატურა,ელექტრონული რესურსები, ფერადი ფლომასტერები.ფერადი ქაღალდი, მუყაო.
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
ა) კითხულობენ  შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტას"
ბ) ინაწილებენ როლებს
გ) კითხულობენ როლებში
დ) ამზადებენ კოსტიუმებს 
ე)ატარებენ გენერალურ რეპეტიციას 
ვ) წარადგენენ მომზადებულ სპექტაკლს ამხანაგების და მასწავლებლების წინაშე.
  1. 10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, ინგლისური ენა და ლიტერატურა
  2. .ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
  3. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·         პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
    ·         იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები);
    ·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;.


    ქართ. IX. 2. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·         ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა რთულია;

    ·         დრამატული მონოლოგის ან როლური ტექსტის სახით წარმოადგენს განსხვავებული თვალსაზრისის  მისეულ ინტერპრეტაციას;
  4. 11. პროექტის ხელმძღვანელი:მარინე პაპიძე
  5. 12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა ელ.ფოსტა:  mirsi.papidzw@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий