пятница, 8 июня 2018 г.

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნმერი - მარინე პაპიძე 59001030166


გაკვეთილის თემა


წერილები ვაჟიშვილს- ლორდი ჩესტერფილდი

საფეხური, კლასი

საბაზო საფეხური,  კლასი  მე-7

მასწავლებლები

ქართული ენა და ლიტერატურა-მარინა პაპიძე
ინგლისური ენა  -
ინტეგრირებული საგნები

ქართული ენა და ლიტერატურა,  ინგლისური ენა
მოსწავლეთა რაოდენობა

19
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
ეცოდინებათ წერილის სტრუქტურა როგორც ქართულად ასევე ინგლისურად, შეძლებენ წერილების შედგენას.

მიზნები
 შეძლონ:  მოცემული არამხატვრული ტექსტის ანალიზი , მიღებული ინფორმაციის გაზიარება,  მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა  წყვილებში და ჯგუფში, კითხვისა და წერის სტრატეგიების დაუფლება  როგორც ქართულად  ასევე ინგლისურად.მსჯელობის, სოციალური ,  პრაქტიკული,  კომუნიკაციისა  და ჩანაფიქრის  განხორციელებისადმი  შემოქმედებითი მიდგომის  უნარ-ჩვევბის განვითარება.შეძლონ შესწავლილი ინგლისური სიტყვების ეფექტურად გამოყენება .
ე.ს.გ.-ით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
ქართული ენა და ლიტერატურა
ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. 
ქართ. VII. 8. მოსწავლეს შე-უძლია ამოიცნოს და შეაფა-სოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
ქართ. VII. 9. მოსწავლეს შე-უძლია ტექსტის გაანალი-ზება  სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 
ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  

ინგლისური
უცხ.ს.I.1. მოსწავლეს შეუძლია საერთაშორისო სიტყვების, მარტივი ფრაზების, გამოთქმების მოსმენა და გაგება.

უცხ.ს.I.2. მოსწავლეს შეუძლია მარტივი მითითებებ და სავარჯიშოს ინსტრუქციებ მოსმენა და გაგება.

 ენაუცხ.ს.I.11. მოსწავლეს შეუძლია მარტივი კორესპონდენციის - სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათის (მისალოცი, მოსაწვევი, მოწვევის სამადლობელო და სხვა), მარტივი შეტყობინების წაიკითხვა და გაგება.

უცხ.ს.I.20. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და შეუძლია მათი გამოყენება.



წინასწარი  ცოდნა

მოსწავლეებმა იციან : წერილის ელემენტარული სტრუქტურა, საკომუნიკაციო ტექსტის მიზნისა და ადრესატის ამოცნობა (როგორც ქართულად ასევე ინგლისურად ),   წერილთან დაკავშირებული ძირითადი ელემენტარული სიტყვების შესატყვისი სიტყვების წერა ინგლისურად,ასხვავებენ ერთმანეთისაგან პირად და ოფიციალურ წერილებს, შეუძლიათ მარტივი შინაარსის წერილის თარგმნა.

შეფასების საგანი და პროცედურები

  • კომუნიკაციის უნარი
  • ჯგუფური მუშაობა
  • თანაკლასელებთან ურთიერთობა
  • შემოქმედებითობა
  • სწორი მეტყველება
  • აქტიურობა -ჩართულობა
  • წერის სტრატეგიების ფლობა



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი

სახელმძღვანელოები ქართული(ნ. მაღლაკელიძე) და ინგლისური(თოფ სქორი), ლეპტოპი, პაუერ პოინტის პრეზენტაცია,,ოჰ ეს წერილები..., წერილები...’’, ცხრილი, ფერადი სტიკერები, ფურცლები,მარკერი.

გაკვეთილის მსვლელობა
 თემის გაცნობა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
 ფაზა  A
აქტივობა 1-7 წთ
ნასწავლი მასალის ანალიზი.
როგორი ხასიათის წერილებია ჩესტერფილდის წერილები?
გგონიათ ტუ არა რომ ეს  წერილები დღევანდელობისთვისაც აქტუალურია? რატომ?
თქვენი დამოკიდებულება მოცემულ წერილებში არსებულ დარიგებების შესახებ
აქტივობა 2-3წთ
პრეზენტაცია
ვაჩვენებ პრეზენტაციას ,,ოჰ ეს წერილები... წერილები...“

B  ფაზა 

აქტივობა 3-12 წთ
წყვილებში მუშაობა
წერის სტრატეგია RAFT-ის მეთოდით წერილების შედგენა
შევტავაზებ თავისუფალ არჩევანს:თემა , როლი, ადრესატი, ფორმატი.
ოთხივე წყვილი გააკეტებს თავისი ნამუშევრის პრეზენტაციას
აქტივობა4-5 წთ
ჯგუფური სამუშაო
წერილის სტრუქტურასთან დაკავშირებული
მაორგანიზებელი ინგლისური სიტყვების განაწილება ცხრილში
ჯგუფებს დავალებად ეძლევათ ფერად სტიკერებზე დაწერილი ინგლისური სიტყვების განაწილება ცხრილში  მოცემული ინსტრუქციის მიხედვით

აქტივობა 5-15წთ
ჯგუფებმა მისწერონ წერილები უცხოელ თანატოლებს ინგლისურად , გაუზიარონ ზღვაზე და მთაში დასვენების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები და დაპატიჟონ საქართველოში.დააწერონ კონვერტებს მისამართები ინგლისური წესით. ჯგუფის ლიდერებმა გააკეთონ წერილის პრეზენტაცია.

C   ფაზა
აქტივობა8- 3 წთ
გამოვლინდება  ყველაზე აქტიური მოსწავლე,ვეკითხები თუ რით იყო  დასამახსოვრებელი  დღევანდელი გაკვეთილი .შევავსებინებ თვითშეფასების რუბრიკას




ჯგუფის წევრების თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები

კი
არა
აქტიურად ვიყავი ჩარტული ჯგუფის მუშაობაში



ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს



ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი



ჯგუფის პრეზენტაცია იყო ორიგინალური და შეესაბამებოდა მოთხოვნას




ვიცავდი თუ არა წერის სტრატეგიებს



დაცული იყო დროის ლიმიტი